Women Techmakers - გლობალური კამპანია

Women Techmakers კომპანია Google–ის მიერ წამოწყებული და მხარდაჭერილია პროექტია, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს STEM სფეროში ქალების ჩართულობას. Women Techmakers ქოლგის ქვეშ ღონისძიების ჩატარების უფლება მხოლოდ Google-ს და Google-ის დეველოპერების ავტორიზებულ ჯგუფებს შეუძლიათ.

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, Google -ის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიებები ეწყობა რომლის მიზანია გაზარდოს IT სფეროში ქალების ჩართულობას, წაახალისოს ახალგაზრდები და დაეხმაროს მათ პროფესიულ ზრდაში; წარმატებული ქალი ინჟინრების, დიზაინერების, დეველოპერების გამოსვლებით ხაზი გაუსვას მათ მნიშვნელობას სფეროს განვითარებაში და ხელი შეუწყოს ქალ და მამაკაც დეველოპერებს შორის ინტეგრაციას, რესურსების გაზიარებას და თანამშრომლობას.

მარტის თვეში Women Techmakers მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში შეხვედრები შედგება რომლის მთავარ სლოგანს Connect, Create, Celebrate წარმოადგენს.

Women Techmakers თბილისი:

საქართველო თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მსგავს ღონისძიებას 29 მარტს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ Women Techmakers თბილისი ორიენტირებული იქნება ქალებსა და ქალ დეველოპერებზე, იგი არ გამორიცხავს მამაკაცების ჩართულობას. პირიქით, პროექტის მიზანია ქალების ჩართულობის ზრდა, მამაკაცების აქტიურობის დონის შენარჩუნების ფონზე.

ღონისძიება მოიცავს:

  • ტექნოლოგიურ საუბრებს/სემინარებს;
  • სპიკერების პანელს, სადაც IT სფეროში ჩართული ქალები დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მისცემენ რჩევებს, ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე და ზოგადად განიხილავენ აღნიშნული სფეროს პერსპექტიულობას;
  • CodeLabs - პრაქტიკული სახის აქტივობებს, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები შეისწავლიან რაიმე კონკრეტულ ტექნოლოგიას, მენტორის უშუალო დახმარებით შეძლებენ რეალური შედეგის მიღებას;
  • სხვა მცირე სახის აქტივობებს რომლის მიზანია ტექნოლოგიების პოპულარიზება და მონაწილეების ერთმანეთთან დაკავშირება.

Women Techmakers თბილისზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

რეგისტაციის გავლა შესაძლებელია ელექტორნული ფორმის საშუალებით.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერერები არიან კომპანია Google, Msocial, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

Women Techmakers თბილისს მასპინძლობს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი. ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ გვერდზე