GDG თბილისის შესახებ

GDG თბილისი 2012 წლის იანვარში დაარსდა. მისი ვირტუალი ჯგუფი 1000-ზე მეტ ქართველ დეველოპერს აერთიანებს. ღონისძიებებზე დამსწრეთა საშუალო აქტივობა კი 50–70 ადამიანს შეადგენს. 1 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტიურობის შედეგად თბილისის ჯგუფი მსოფლიოს 300–ზე მეტი ჯგუფის რეიტინგების 10ეულში და 5–ეულშიც კი მოხვდა.

GDG თბილისის ფარგლებში ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა, Google-ის თანამშრომლებთან პირდაპირი კავშირების დამყარება, უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების განხილვა, ახალგაზრდა პროგრამისტების მიერ აპლიკიებზე მუშაობის წახალისება და სხვ.

GDG თბილისმა უკვე წარმატებით უმასპინძლა არაერთ ჰაკათონსა და მასშტაბურ ღონისძიებას, მათ შორის IT ინოვაციების კვირეულებს, ქალთა დეველოპერულ ფესტივალ DevfestW-ს, რეგიონალური დონის Ecahack ჰაკერულ მარათონს, დეველოპერული ფესტივალი Devfest, Women Techmakers თბილისი და ა.შ.

Google Developers Group თავდაპირველად არსებობდა როგორც Google Technology Users Group (GTUG).Google -ის გადაწყვეტილებით 2012 წლის ივნისში ჯგუფის სახელწოდება შეიცვალა გლობალურ დონეზე.

შემოგვიერთდით სოციალურ ქსელებში